
Red State - წითელი შტატი
სამი მოზარდი გამოეხმაურება სექსუალური ხასიათის ინტერნეტ-შეთავაზებას, მაგრამ მათი ყველა ეროტიული ფანტაზია იმით დასრულდება, რომ გონების დაკარგვის შემდეგ რელიგიური ფანატიკოსების ხელში აღმოჩნდებიან. ასობით გარყვნილი სულის განსაწმენდად ადგილობრივი მღვდელი დასაშვებად თვლის რამდენიმე ცოდვილის სისხლის დაღვრას. სექტანტებისგან თავის დასაღწევი გზის ძიებაში მოზარდები აღმოაჩენენ იარაღით სავსე ოთახს.