
What Men Want - რა სურთ კაცებს
2000 წლის პოპულარული ფილმის “რა სურთ ქალებს” ქალური ვერსია, რომლის მთავარი გმირი წარუმატებელი სპორტული აგენტი ალი დევისია, რომელიც მამაკაცური კონკურენციის სასტიკ სამყაროში ძნელად ახერხებს გადარჩენას. მაგრამ ყველაფერი იცვლება იმ დღეს, როდესაც უბედური შემთხვევის შედეგად, ის საოცარ შესაძლებლობას – მამაკაცების აზრების წაკითხვის უნარს შეიძენს. მთავარი გმირი ამ საჩუქარს კარიერულ საფეხურზე ასავლელად და კალათბურთის მომავალ ვარსკვლავთან კონტრაქტის გასაფორმებლად იყენებს…