ფილმები სერიალები
ნარკოკურიერი / The Mule

The Mule - ნარკოკურიერი

  • გამოსვლის თარიღი2018
  • ქვეყანააშშ
  • ხანგრძლივობა115 წთ
  • ჟანრიფილმები / დეტექტივი / დრამა / თრილერი / კრიმინალური
  • რეჟისორიკლინტ ისტვუდი
  • როლებშიკლინტ ისტვუდი, ბრედლი კუპერი, ტაისა ფარმიგა, ელისონ ისტვუდი, მაიკლ პენია, ენდი გარსია, ლოურენს ფიშბორნი, დაიენ უისტი, იგნასიო სერიჩიო, ჯილ ფლინტი
  • კლინტ ისტვუდის კრიმინალური დრამა, რომელიც 2014 წლის ივნისში New York Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილი რეალური მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. სიუჟეტის ცენტრში მეორე მსოფლიო ომის ხანდაზმული და მარტოხელა ვეტერანის ერლი სტოუნის (კლინტ ისტვუდი) ისტორიაა, რომლის მცირე ბიზნესი ნგრევის პირას აღმოჩნდება. სასოწარკვეთილი სტოუნი იძულებულია ნებისმიერ სამუშაოს მოკიდოს ხელი. მოულოდენლად მას საკმაოდ იოლ, მაგრამ მომგებიან სამუშაოს შესთავაზებენ, ის მძღოლად დაიწყებს მუშაობას. მთავარი გმირი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ნარკოკურიერი გახდებოდა და მისი ტვირთი ჰეოროინის დიდი პარტია იქნებოდა, ხოლო მისი დამსაქმებლები გავლენიანი მექსიკური “სინალოის” კარტელი. საქმე ისე კარგად აეწყობა, რომ სტოუნს სულ უფრო და უფრო მეტი ტვირთის ტრანსპორტირებას ანდობენ, და ნელ-ნელა მისი ფინანსური მდგომარეობა უმჯობესდება. თუმცა, მალე ერლი ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის სასტიკი ფედერალური აგენტის კოლინ ბეიტსის (ბრედლი კუპერი) მხედველობის არეში მოხვდება, რომელიც მის თვალთვალს დაიწყებს, ხოლო ამავე დროს იგი მისი კონკურენტის სამიზნე გახდება…