
Escape Room - გასაქცევი ოთახი
ფსიქოლოგიური ჰორორი სხვადასხვა წარმომავლობის და პროფესიის ექვსი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანის შესახებ, რომლებიც იდუმალი კომპანიის “Minos Escape Rooms-ის” კლანჭებში მოხვდებიან მას შემდეგ, რაც კომპანია მათ ერთგვარ “გაქცევის ოთახში” სათამაშოდ მიიწვევს, რომელიც გმირებს შთამბეჭდავ თავგადასავლებს და 1 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს დაჰპირდება. თამაში გმირებისგან გონებამახვილობას მოითხოვს, რადგან ისინი ვირტუალური რეალობის ელემენტებით, ბევრად უფრო კომპლექსური და საშიში მაღალტექნოლოგიური ხაფანგებით და ლაბირინთებით სავსე ოთახებში აღმოჩნდებიან, რომელთაგან თითოეულის გადალახვა მხოლოდ თავსატეხების ამოხსნის გზით შეიძლება, ხოლო წარუმატებლობის შემთვევაში მათ სასიკვდილო შედეგები ელოდებათ. მაგრამ მალე მათთვის ნათელი ხდება, რომ ისინი ამ თამასში შემთხვევით არ არჩეულან…