
Capernaum - კაპერნაუმი
კანის 71-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი დრამა, სადაც მოვლენები პოლიტიკური და სოციალური კრიზისის ფონზე ახლო აღმოსავლეთის ტერიტორიაზე ვითარდება. ფილმი ლიბანელი პატარა ბიჭის ზაინის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მის ძმებთან და დებთან ერთად ლუკმა-პურის გამო მთელი ძალებით ბრძოლა უწევს. ზაინი საკუთარ მშობლებს სასამრთლოში უჩივის, რომლებმაც მას რატომღაც სიცოცხლე აჩუქეს და ვერ უზრუნველყვეს მოვლით, საკვებით და მშვიდი ბავშვობით…