ფილმები სერიალები
ვიცე პრეზიდენტი / Vice

Vice - ვიცე პრეზიდენტი

  • გამოსვლის თარიღი2018
  • ქვეყანააშშ
  • ხანგრძლივობა130 წთ
  • ჟანრიფილმები / ბიოგრაფიული / დრამა / ისტორიული / კომედია
  • რეჟისორიადამ მაკეი
  • როლებშიკრისტიან ბეილი, ემი ადამსი, სტივ კარელი, სემ როკუელი, ელისონ პილი, ედი მარსანი, ჯასტინ კირკი, ლიზა გეი ჰემილტონი, ჯესი პლემონსი, ბილ კემპი
  • აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის დრამატული ბიოგრაფია – 2000-იანი წლების მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა, ადამიანი, რომელიც ოთხ პრეზიდენტთან მუშაობდა. მისი პოლიტიკური კარიერა 1969 წელს დაიწყო, როდესაც რიჩარდ ნიქსონის ადმინისტრაციაში გაწევრიანდა, მაშინ დიკი 28 წლის იყო. რამდენიმე წლის შემდეგ ჯერალდ ფორდის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გახდება. ამ საქმეებს მალე კიდევ უფრო დიდი პასუხისმგებობა მოჰყვება – ჯორჯ ბუშ-უფროსის პრეზიდენტობის დროს – თავდაცვის მინისტრის თანამდებობა, რომლის შესრულების დროს მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა რამდენიმე წარმატებული სამხედრო ოპერაცია. ამ თანამდედობიდან წასვლის შემდეგ, ჩეინი ბიზნესით დაკავებას გადაწყვეტს, და ხუთი წლის განმავლობაში ნავთობკომპანია “ჰალიბერტონის” აღმასრულებელი დირექტორი გახდება. თუმცა მისი პოლიტიკური საქმიანობის მწვერვალი ჯორჯ ბუშ-უმცროსის დროს, 46-ე ვიცე-პრეზიდენტის თანამდედობა გახდება, რომელიც 8 წლის განმავლობაში ეკავა. ამ პოსტზე ყოფნის დროს, მისი გადაწყვეტილებები და ქმედებები არაერთხელ აღმოჩენილა კრიტიკის ქვეშ, ბევრი ფიქრობდა, რომ ის თავის უფლებამოსილებას აჭარბებდა და სახემწიფო საქმეებში ერეოდა, რომელიც მხოლოდ პრეზიდენტს უნდა გადაეწყვიტა. მან მთელი თავისი ძალისხმევა ტერორიზმთან და მტრულ რეჟიმებთან ბრძოლისკენ მიმართა, რაშიც მან მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ზოგს ის საშინლად სძულდა, ზოგი კი აღფრთოვანებული იყო მისით, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში მის უზარმაზარ წვლილს ყველა აღნიშნავს…